მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ფორმატში საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი და ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყოველთვის გაჟღერდეს

ეუთოს ფორმატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე სწორედ ამ ფორმატებში ხდება ჩვენი მხრიდან პოზიციების გაჟღერება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი და საქართველოს პოზიციები ყოველთვის ჟღერდებოდეს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს ორდღიანი მინისტერიალი იმართება. სხდომაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება