“თბილისი მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს, გაეროს მსოფლიო ტურიზმისორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 40ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი უკვე ეწვია. ღონისძიებაზე ტურიზმისმინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროსპროფესიონალები არიან წარმოდგენილები. 27 სექტემბერს გაიმართებასადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიოტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.ღონისძიების შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისხელმძღვანელი მაია ომიაძე.„საქართველო, კერძოდ თბილისი, მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმისორგანიზაციის მიერ დაწესებულ მსოფლიო ტურიზმის დღეს, რომელიც 1979წლიდან აღინიშნება. წლევანდელი გზავნილი მსოფლიოს არის „მშვიდობა დატურიზმი“. ეს გზავნილი ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ჩვენ გადმოგვეცა ამ დღისმასპინძლობა, მაშინ დააანონსა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ.შესაბამისად, მთელი ღონისძიების კონცეფცია ავაგეთ ამ სტრატეგიაზე დაგზავნილს ვიზუალურად, ქალაქის დაბრენდვით იხილავთ. ღონისძიების მთავარილაიტმოტივი სწორედ მშვიდობის როლია ტურიზმში“.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ღონისძიების ფარგლებშიმყოფი საერთაშორისო მედიისთვის მოწყობილი პრესტურის შესახებ ისაუბრა.საქართველოში მყოფი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს დრო ჰქონდათმოენახულებინათ სხვადასხვა რეგიონები, თბილისი, გასცნობოდნენ საქართველოსტურისტულ პოტენციალს, ისინი მთელ მსოფლიო მოუყვებიან საქართველოსშესახებ, საქართველოს, როგორც ტურისტული ადგილის და დანიშნულებისადგილის შესახებ, რა თქმა უნდა, გააცნობენ მთავარ გზავნილს თუ მშვიდობაროგორი მნიშვნელობის არის ადამიანებისთვის, მოგზაურობისთვის, ახალისამყაროს შეცნობისთვის. ჩვენ ერთად ვიზეიმებთ მსოფლიო ტურიზმის დღეს,თბილისიდან.“,-განაცხადა მაია ომიაძემ.საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნადხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებასსაერთაშორისო არენაზე.