მაია ომიაძე-„მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან “პირველად საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

27სექტემბერს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა დაგაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველოშიმასშტაბური ღონისძიება გაიმართება.მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალიქვეყნის სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებიეწვევიან.საქართველოში ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ საუბრობსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.„წელს საქართველოს მთელი მსოფლიოდან მაღალი რანგის სტუმრებიეწვევიან. საქართველოში ჩამოვლენ გაეროს მსოფლიო ტურიზმისორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრები, მოადგილეები, როგორც საჯაროასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობასმიიღებენ საერთაშორისო ტურისტული, მარკეტინგული კომპანიების,ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ჟურნალისტები.ჩვენ საქართველოს ვაპოზიციონერებთ როგორც დანიშნულების ადგილსსაქმიანი ტურიზმის კუთხით. ასეთი ღონისძიების მაღალ დონეზემასპინძლობა კი ხაზს გაუსვამს საქართველოს პოპულარიზაციას, მოიზიდავსმეტ ტურისტს და საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდება საერთაშორისომედიის ეპიცენტრში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები,განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები დამშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარისაქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, საქართველოშიღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNTourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება