fbpx

მათი ფოტოების 9 აპრილის მემორიალზე დადება 9 აპრილის გმირების ხსოვნის მოპარვად მიმაჩნია-თამთა ბაშალეიშვილი

9 აპრილს დაღუპული 16 წლის ნათია ბაშალეიშვილის და თამთა ბაშალეიშვილი წერს-

რუსეთთან ომი ჩემთვის უკრაინით არ დაწყებულა.ეს ომი ჩემი ოჯახისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო.გამარჯვებისა და ერთობის სიმბოლოების მიუხედავად, ეს დღე ჩემთვის პირადი ტრაგედიის დღეა. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დიდი პატივისცემისა და მათი ოჯახებისადმი თანაგრძნობის მიუხედავად, მათი ფოტოების 9 აპრილის მემორიალზე დადება 9 აპრილის გმირების ხსოვნის მოპარვად მიმაჩნია. თუ ავტორებს სხვა განზრახვა ჰქონდათ, არ მესმის რა დააშავეს გიორგი ანწუხელიძემ, ჟიული შარტავამ, მამია ალასანიამ, გურამ გაბისკირიამ, შინდისის ბიჭებმა და სხვა ათასობით ქართველმა ვინც რუსეთთან ომს შეეწირა?! 9 აპრილის დღისა და სხვა ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნის მოპარვა უზნეობა და ჩვეულებრივი მაროდიორობაა!!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება