fbpx

კორმაღლის ადმინისტრაციულ ერთეულში,რამდენიმე სოფლის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა იგება

კორმაღლის ადმინისტრაციულ ერთეულში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანადაფინანსებით, ადგილობრივი აგრო-ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე სოფლის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა იგება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება სოფელ გომმუხაყრუაში, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე-განათებაც მოეწყობა. აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა აქამდე არასდროს ყოფილა. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ზაქრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ვლადიმერ ზაქრაძე -,,ორივე ლოკაციაზე კაპიტალური გზის მოწყობა უზრუნველყოფს ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას და აგრო-ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დაცვით და რაც მთავარია მოსახლეობა არის კმაყოფილი.” შორენა გიორგაძე, კორმაღლის მკვიდრი-,,პირადად მერი, დავით ბახტაძე დაგვპირდა ჩვენი ნომერ პირველი პრობლემის მოგვარებას, რასაც კაპიტალური გზის არქონა ქვია. დღეს ხედავთ აქ სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის მხარდაჭერის პორგრამით ასევე გაკეთდა გარე-განათება. პრაქტიკულად ყველა ის ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც ადგილობრივებს გვაწუხებდა მოგვარებული

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება