fbpx

მადლობა ამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც მე დაჩემი თანაგუნდელები ძალიან ვაფასებთ – კახა კალაძე

თბილისის მერი: თქვენი მხარდაჭერა არის უპირობო ძალა, რაც ყველა პრობლემის

დაძლევაში გვეხმარება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მათი მხრიდან გამოჩენილი
თანამდგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, შპს „თბილსერვის
ჯგუფის“ თანამშრომელთა გაფიცვის გამო, რომელმაც დედაქალაქის
დასუფთავების პროცესი შეაფერხა, არაერთი შეტყობინება მიიღო – საზოგადოება
გამოთქვამდა მზაობას, რომ დედაქალაქის დასუფთავებაში მიეღო მონაწილეობა.
„მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მწერდა
პირადად, წერდნენ ჩვენს სოციალურ ქსელებში, ურეკავდნენ ჩემს მოადგილეებს,
მერიის თანამშრომლებს, იმყოფებოდნენ ჩემს საარჩევნო შტაბში და ითხოვდნენ
ერთ რამეს – მონაწილეობა მიეღოთ საკუთარი ქალაქის დასუფთავებაში. მადლობა
თითოეული ამ შეტყობინებისთვის, თითოეული ზარისთვის. მადლობა თქვენ, რომ
გიყვართ და უფრთხილდებით თბილისს, მადლობა იმისთვის, რომ გჯერათ ჩვენი
და გვენდობით. თქვენი მხარდაჭერა არის უპირობო ძალა, რაც ყველა პრობლემის
დაძლევაში გვეხმარება.
მემგონი ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად დავინახეთ. ყველა ძალიან კარგად
ვაფასებთ არსებულ რეალობას და მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული
მადლობა გადაგიხადოთ ამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც მე და
ჩემი თანაგუნდელები ძალიან ვაფასებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, დედაქალაქის მერის თქმით,
მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ხელფასების მატებას უკავშირდებოდა,
დაპირებისამებრ, 2022 წლის იანვრიდან კვლავ გადაიხედება.
„შეუძლებელია, ჩვენს შორის იყოს გაურკვეველი ვითარება. კიდევ ერთხელ
ვიმეორებ, ნამდვილად გაკვირვებული ვიყავი იმ ქმედებებით, რომელიც გუშინ
ვიხილეთ. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ის ურთიერთობა, რომ საუბარი არ
შეგვეძლოს, ან თუნდაც კონკრეტულ თემებზე შეუძლებელი იყოს თქვენი ხმის
მოწვდება მერიამდე ან „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობამდე – ასეთი რამ არ
არსებობს. ყოველთვის არსებობდა კომუნიკაცია, ყველთვის გეუბნებოდით იმას,
რისი გაკეთების შესაძლებლობაც იყო. რა დაპირებაც გავეცით ხელფასებთან
დაკავშირებით, რომ 2022 წლის იანვრიდან დავსხდებოდით და ისევ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება