ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 116 მიუსაფარი პირიცხოვრობს, თუმცა მას 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალქის მთავრობის სხდომაზეგანაცხადა, მოქალაქეს თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციისდახმარებით შეუძლია მისვლა.„დედაქალქის მუნიციპალური თავშესაფარი ლილოში ფუნქცნიონირებს, რომელსაცერთდრულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიუსაფარი პირებიკვებით, პირადი მოხმარების ნივთებითa და ჰიგიენური საშუალებებით არიანუზრუნველყოფილი, 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულსამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. თავშესაფრის მობინადრისჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი მოვლისა დამკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია უზრუნველყოფს. თავშესაფრისმობინადრეებს ემსახურებიან სოციალური მუშაკები, საჭიროების მიხედვით კიუზრუნველყოფილი არიან ფსიქოლოგის მომსახურებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მიუსაფარ პირთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით,მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობის დახმარებით, სხვადასხვააქტივობა ხორციელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი არტ თერაპიაა.„მიუსაფარი პირები ეუფლებიან ხატვას, ქარგვას, კერვას, ქსოვას და პოლიმერულთიხაზე მუშაობას. ასევე, მათი პროფესიული უნარების განვითარებისა დაშემდგომში თვითდასაქმებისთვის ტრენინგები ტარდება. სოციალური მუშაკები დაფსიქოლოგები ინდივიდუალური მუშაობის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობენმობინადრეთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, მხარდაჭერასა და მათგუნდური ნამუშევრების შექმნაში ეხმარებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა.მისივე ინფორმაციით, დღეისთვის თავშესაფარში 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს,რომელთაგან 45 ქალია. თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა – 18წლის მამაკაცია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული – 92 წლის ქალი.„მუნიციპალურ თავშესაფარს, მისი ფუნქციონირებიდან დღემდე, სრულიდატვირთვით არასდროს უმუშავია და მობინადრეთა მაქსიმალური რაოდენობა ზამთრის პერიოდის ჩათვლით, 170 პირი იყო. მოქალაქეს თბილისის მუნიციპალურ
თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა. თავშესაფარში მოსახვედრად დედაქალაქში რეგისტრაციაა საჭირო, თუმცა
ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მათ ამის გამო, ღამის გათევაზე უარს არ ეუბნებიან“, – აღნიშნა მერმა.
მისივე თქმით, თავშესაფრის გამართული მუშაობისთვის ბიუჯეტში 4 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.