fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ვაშაძეზე: ოღონდ პარლამენტში ადგილი ჰქონდეს, ყველაფერზე წამსვლელია, სანამ ვინმეს ენის ამოჭრაზე იფიქრებდა, მანამდე მისთვის უნდა ამოეჭრათ ენა, თუნდაც იმიტომ, რომ გაბედა და თავის პარტიას თაღლითურად “სტრატეგია აღმაშენებელი” დაარქვა

მართალი ყოფილა ის ხალხი ვინც გიორგი ვაშაძეს ჯერ ჭიჭე და მერე კიკუ დაარქვა! არა, არ ეშლება ხალხს არაფერი-შესაბამისად ჭიჭეს კიკუ დაარქვა, აბა რა უნდა დაერქმია ასეთ პერსონაჟისთვის? – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ვაშაძის იმ განცხადების საპასუხოდ წერს, სადაც აღნიშნულია, რომ “ენა უნდა ამოაჭრა “ქართული ოცნების” ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია”.
ნიკოლეიშვილის თქმით, გიორგი ვაშაძე პარლამენტში ადგილის მისაღებად ყველაფერზე წამსვლელია, რაზეც მის მიერ გაკეთებული განცხადებებიც მეტყველებს.

“ჭიჭე მეგრულად პატარას ნიშნავს, დამეთანხმებით ძალიან ლამაზად და საყვარლად გამოითქმის, თუმცა ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც არც თუ ლამაზად ჟღერს ჩანს… დიახ, მიმიხვდით, საშინლად და დამცინავად გამოითქმის, როცა ჭიჭე ვაშაძეზეა საუბარი, მიზეზი კი მარტივია: გიორგი ვაშაძეს ჭიჭე ვაშაძე იმიტომ დაარქვეს თავის დროზე გრიგოლ ვაშაძისგან რომ განესხვავებინათ-აქ კი მათი ასაკი იგულისხმებოდა. გავიდა დრო და გიორგი ვაშაძის მისი სულმდაბლობის უფრო დასაზუსტებლად და ხაზგასასმელად კიკუ ვაშაძეც დაარქვეს-აქ ცხადია ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხიას” პერსონაჟის კიკუს პატივსაცემად, რომელიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ჯერ ყაჩაღების წინაშე გაშიშვლდება, ხოლო მოგვიანებით მცირე დანამატის საფასურად ქალიშვილობასაც აჩუქებს ვიგინდარებს. მართალი ყოფილა ის ხალხი ვინც გიორგი ვაშაძეს ჯერ ჭიჭე და მერე კიკუ დაარქვა! არა, არ ეშლება ხალხს არაფერი-შესაბამისად ჭიჭეს კიკუ დაარქვა, აბა რა უნდა დაერქმია ასეთ პერსონაჟისთვის? საერთოდ სახელი გიორგი, გია, გოგა, გაგა და ასე შემდეგ ზედმეტი მისთვის. ნაცების წევრი, ნაცებიდან გაპარულ-წასული, მერე ისევ ნაცებში შებრუნებულზე რა უნდა თქვა? ოღონდ პარლამენტში ადგილი ჰქონდეს ყველაფერზე წამსვლელია-ისე სანამ ვინმეს ენის ამოჭრაზე იფიქრებდა, მანამდე მისთვის უნდა ამეჭრათ ენა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ უწმინდურმა გაბედა და თავის პარტიას თაღლითურად სტრატეგია აღმაშენებელი დაარქვა! ცოტა წარმოდგენაც კი მიჭირს, რას უზამდა ჭიჭე-კიკუსნაირებს დიდი დავით აღმაშენებელი, ალბათ ენას ამოაჭრიდა და სადმე სხვაგან გაუკეთებდა ან პირიქით სხვა რამეს ამოაჭრიდა და ენის მაგივრად გაუკეთებდა!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება