fbpx

კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ მარტში ან აპრილში შემოვა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ მარტში ან აპრილში შემოვა.  ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა

გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას უკვე შეკვეტილი აქვს ვაქცინის გარკვეული რაოდენობა, რისთვისაც წინასწარ  “კოვაქს” პლატფორმას 4,5 მილიონი დოარი უკვე გადაუხადა.

“როგორც ვიცი, კოვაქს პლატფორმა შეისყიდის მილიარდზე მეტ დოზას, მასში გაერთიანებულია 170 ქვეყანა, და 2021 წლისთვის ყიდულობენ არაერთი ვაქცინის დოზას. მათ შორის, ოქსფორდის, ფაიზერის, ასტრაზენეკას რამდენიმე ვაქცინა იქნება შეძენილი.

ჩვენ კარგი გადახდის პირობები გვაქვს კოვაქსთან, წინასწარი შენატანით 4,5 მილიონი შევიტანეთ, და ეს იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის შერჩევა. დიდი ალბათობით ეს იქნება მარტი-აპრილისთვის, მაგრამ, “კოვაქს” პლატფორმის გარდა, ჩვენ სულ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზეც. გვქონდა ტელეკონფერენცია ასტრაზენეკასთან და ოქსფორდთან პირდაპირი შესყიდვის შესახებ. ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყანასთან, რომ როგორც კი დაიწყება ვაქცინაცია, ჩვენთანაც შესაძლებელი იყოს ეს” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა

გაუზიარე!

Shares