სექტემბერში, თბილისში, მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მიზნით, GCCA-ი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.
მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი 1992 წელს დაარსდა. ორგანიზაცია 80-ზე მეტ წევრ ქვეყანას და წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს.