fbpx

კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე-ადამ კიზინგერი

კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, – ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა არ ისურვა.

„ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვიმყოფებით და ამიტომ ეს შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა“,- წერს კინზინგერი.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის~ ირაკლი ღარბაშვილის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება