fbpx

კონგრესის ერთობლივი სხდომა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს, შეჩერდა.

რესპუბლიკელი“ კონგრესმენების მხრიდან დაფიქსირებული პროტესტის გამო, აშშ-ის კონგრესის ერთობლივი სხდომა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს, შეჩერდა.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები ცალკედ უყრიან კენჭს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების გაპროტესტებას.

მოქმედი პროცედურის თანახმად, კონგრესის წევრები უფლებამოსილნი არიან ამა თუ იმ შტატში არჩევნების შედეგების დამტკიცება გააპროტესტონ. წარმომადგენელთა პალატის ერთმა წევრმა და ერთმა სენატორმა პროტესტი წერილობითი ფორმით უნდა დააფიქსირონ. ამგვარი პროტესტის შემთხვევაში, აშშ-ის კონგრესის ერთობლივი სხდომა შეჩერდება და კონგრესის ორივე პალატა აღნიშნულ საკითხს ცალკე განიხილავს და მას კენჭს უყრის. თუ აშშ-ის კონგრესის ერთი პალატა მაინც არ დაეთანხმება არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, პროტესტი უარყოფილი იქნება.

15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა – 232 ხმა.

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება