fbpx

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

ფოტო: GettyImages

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სენატორი, ჯეიმს ლენკფორდი ავრცელებს.

სენატორის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სენატის დარბაზთან განლაგდნენ.

როგორც CNN იუწყება, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

„საარჩევნო კოლეგიის ხმების დამოწმების პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ“, – წერს CNN.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება