fbpx

კომპანია Rothschild & Co-მა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი წარუდგინა

საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი, რომელზეც მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფინანსურმა ჯგუფმა Rothschild & Co-მა იმუშავა, უკვე მზად არის.

დოკუმენტის სამუშაო ვერსია კომპანიის მმართველმა დირექტორმა, არიელ მალარდ დე როტშილდმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა. სტრატეგია მოიცავს კონკრეტულ პროექტებსა და ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.

სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, ქვეყანაში ძლიერი ფინანსური ცენტრების განვითარების ხელშეწყობა და კაპიტალის ბაზრის განვითარება.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის სრული მზადყოფნა, რათა სტრატეგიაში გაწერილი პროექტები მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელდეს.

შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ს წარმომადგენლები პიერ ადელინი და ელა ტრედი, კომპანია KAISER PARTNER-ის აღმასრულებელი დირექტორი შტეფან ლინიგერი და KAISER PARTNER-ის წარმომადგენელი ტილა კავენგი ესწრებოდნენ.

კომპანია Rothschild & Co-სა და საქართველოს მთავრობას შორის   ხელშეკრულებას საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის შემუშავების თაობაზე ხელი ბრიუსელში  ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მოეწერა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება