fbpx

კობა შუბითიძის სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალური შეხვედრა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ხელშეწყობით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში, ჩატარდა 2004 წელს, ცხინვალის რეგიონში, წვერიახოს ბრძოლებში დაღუპული კაპრალის, კობა შუბითითიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, რომელმაც სტარტი, 10 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში აიღო. მასში მონაწილეობას იღებდა 8 გუნდი; თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სარდლობისა და გვარდიის დეპარტამენტის მეათე კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული გუნდები _ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის,  ეროვნული გვარდიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის „ახალი ტალღის“ ფეხბურთელთა გუნდები ხობის „ჭალეს“, ჭალადიდის, საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად.

კობა შუბითიძის მემორიალურის ტურნირის  ფინალური შეხვედრა, გაიმართება 17 აგვიტოს, 16 საათზე, სოფელ საგვიჩიოს სტადიონზე. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა კობა შუბითიძის ოჯახის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი, ტურნირის მონაწილეებს კი ხობის მუნიციპალიტეტისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები და მედლები.

ფინალურ მატჩს დაესწრებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის ძალების დასავლეთის მიმართულების სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, კობა შუბითიძის თანამებრძოლები და ,მეგობრები.

კაპრალი კობა შუბითიძე, 1974 წლის 2 აგვისტოს, სოფელ საგვიჩიოში დაიბადა და გაიზარდა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურის დაწყების პირველივე დღიდან ჩაირიცხა მე-12-ე ბატალიონის _‘’კომანდოს’’რიგებში. გაიარა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, 2003 წელს _ სერჟანთა მომზადების კურსი. 2004 წლის 17 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში, წვერიახოზე განვითარებული საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. დაკრძალულია მის მშობლიურ სოფელ საგვიჩიოში.

კობა შუბითიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, მისი ოჯახისა და სოფელ საგვიჩიოს გამგეობის ინიციატივით  2011 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება