fbpx

გორმაღლის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ძველი წყლის მილების ახლით ჩანაცვლება ხდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მთიან ზონაში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს. გორმაღლის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ძველი წყლის მილების ახლით ჩანაცვლება ხდება და მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,სავანე” ასრულებს. აღნიშნული პროექტით წყლის მიწოდების პირობები გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება