fbpx

კობა კობალაძე უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს შეხვდა

კობა კობალაძე უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს შეხვდა🔺ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოში უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს, ზოლტან ჰეგის შეხვდა.🔺კობა კობალაძემ ზოლტან ჰეგის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრა სამსახურის პრიორიტეტებზე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; ევროპის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შესახებ და უნგრეთის ვეტერანების სამსახურთან და ამ მიმართულებით, უნგრეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.🔺თავის მხრივ, პირველმა მდივანმა, კობა კობალაძეს და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს თანადგომა გამოუცხადა და საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.🔺მხარეები შეთანხმდნენ, ამ მიზნით, უახლოეს მომავალში, დაგეგმონ სხვადასხვა, ერთობლივი ღონისძიებები.Attachments area

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება