fbpx

კობა კობალაძე ზესტაფონის მერს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რეგიონებში გეგმიურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში იგი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი გოგლიჩიძეს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრაზე კობა კობალაძემ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას ეხება. ზესტაფონელმა ვეტერანებმა, მათთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე, ეცნობათ, რომ პრობლემურ საკითხებს, დირექტორის გადაწყვეტილებით შექმნილი, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს.

თავის მხრივ, გიორგი გოგლიჩიძემ, მადლობა გადაუხადა, ბატონ კობა კობალაძეს სტუმრობისთვის და ის სოციალური პროგრამები გააცნო, რომლითაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები სარგებლობენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება