fbpx

კობა კობალაძემ რაგბის კლუბ’’არმიას” უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ რაგბის კლუბ ‘’არმიას’’ პრეზიდენტს, ირაკლი სულთანიშვილს, მთავარ მწვრთნელს, ბექა სულუხიას და გუნდის მოთამაშეებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, ‘’არმიელებმა’’ გასული წლის ანგარიში წარადგინეს, იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა დაძლევაც აუცილებელი ფაქტორია, მეტი წარმატებისა და უკეთესი შედეგების მისაღწევად; მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და ამოცანები.

‘’არმიელებმა’’ კობა კობალაძეს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

კობა კობალაძემ ‘’არმიელებს’’ ყველა გამოწვევის დაძლევაში თანადგომა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კლუბი ‘’არმია’’ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მმართველობაში 2019 წელს გადმოეცა; მიმდინარე წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, ‘’არმიელებისთვის’’მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება