fbpx

კედიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

კედიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე ეწყობა
დიდუბის რაიონის გამგეობა კედიას ქუჩა N10-ში, მოსახლეობის მოთხოვნით,
სპორტულ მოედანსა და მოსასვენებელ სივრცეს აწყობს.
ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია ფეხბურთისა და კალათბურთის
ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა. ასევე, მოსასვენებელი
სივრცის გაკეთება, სადაც სხვადასხვა სამუშაო განხორციელდება. საფეხმავლო
ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა გარე განათების
სისტემა, განთავსდება საპარკე ინვენტარი. ამასთან, სივრცეში პატარებისთვისაც
არის გათვალისწინებული სათამაშო სივრცის მოწყობა.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლინაგი“ ახორციელებს, რისთვისაც
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 108 574 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე,
მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის
მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ
მოსახლეობას შეხვდა.
სივრცის განვითარების პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებითა და
ჩართულობით მიმდინარეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება