fbpx

კოალიცია არა, ლარისა ივანოვნას ნიფხავი!გელა ზედელაშვილი ბუბა კიკაბიძეს

ჟურნლისტი გელა ზედელაშვილი ბუბა კიკაბიძეს-

გუშსაღამოს ,,ჭუტრუკვიზიაში” ბუბა პაპამ იგეთები ილაპარაკა, ვიფიქრე, დილით ქვა ქვაზე აღარ დამხვდება-მეთქი. ხალხი იხოცებაო, მორჩაო, შიმშილია ჩამოვარდნილიო, საქონელი და ფრინველი გაიჟუჟაო, უკვე უდაბნოში ვცხოვრობთო, აღარავინ დარჩება მთავრობის გარდაო. ღმერთმა ნუ ქნას, ეგ არ მოხდება, მაგრამ თუ მაინც მოხდა, თუ ისევ ამათ გაიმარჯვეს, ამოვწყდებითო. თუმცაო… ამათი საქმე დამთავრებულიაო, 2 ოქტომბერს კოალიციური ხელისუფლება ჩამოყალიბდება და ხალხიც ამაისუნთქავსო, 3 ოქტომბრიდან გვეშველებაო, 4-ში შვებას ვიგრძნობთო.მერე უფრო აიშვა, ახლა სინდის-ნამუსსა და პატიოსნებაზე დაიწყო ქადაგებანი. გაიგონეთ? სინდისი და ნამუსი დაიკარგა ამ ხელისუფლების ხელშიო.

თქვენ გახარებას, თუ ვინმეს ხმა მიგიწვდებათ, უთხარით დეპუტატ ბუბა პაპას:1. პარლამენტში გაკვეთილებზე რო არ დადის, ამიტომაც არ იცის, რანაირი არჩევნებია ოქტომბრის 2-ში. კოალიცია არა, ლარისა ივანოვნას ნიფხავი!2. ერთი საკანონმდებლო ორგანოს წევრად რო ჩაწერა მიხამ და კაი ხელფასზე უარს არ ამბობს, ვის სინდის-ნამუსზე ლაპარაკობს? ბავშვები შიმშილით იხოცებიანო… ჯერ ერთი, საქართველოში ბავშვებს არავინ აშიმშილებს და მეორეც – თუ ასეთი ვინმე გეგულება, დაეხმარე, საპარლამენტო ჯამაგირიდან ერთი-ორი ცალი პური უყიდე, ამ ქვეყანაში ყველაფერი ერთმა კაცმა უნდა აკეთოს?!3. მაგან სინდისი 1990-იან წლებში დაკარგა. აღარ გაგახსენებთ, ჩემზე უკეთესად იცით. აღარც ტრაკი აქვს, აღარც დროა ისეთი, თორემ ისევ ირბენდა აღმა-დაღმა ,,ჩერეზ” მოსკოვი!

🤓

ამ ყველაფერს რომ ეტყვით, ისიც დააყოლეთ: ბუბა პაპავ, არც დეპუტატობაა შენი საქმე, არც პოლიტიკა… მიდი, კოჭი გააგორე, ტელევიზორი ჩართე, გამოყ…ევებულ გვარამიას და ავნოდარას უყურე, ფაფა ჭამე, ფისი ქენი, ფლოსტები კედელზე მიაყუდე, დაიძინე, 3 ოქტომბერს გაგაღვიძებთ-თქო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება