fbpx

ამდენს ხანს სად იყავი და სო ტყობუდი, სი ბედმეჩამილი?-ჯაბა ხუბუა გეგა შენგელიას

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ზუგდიდის ყოფილ მერს გეგა შენგელიას პასუხობს-

პატივცემულო ბატონო გეგა შენგელია! გასაკვირს ვარ პირდაპირ, თქვენ, თურმე, ლაპარაკიც გცოდნიათ და ჭიე-ჭიე წერაც შეგძლებიათ. ის კი არა, იმის ძალგულოვნებაც გქონიათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბორო, ჭორიკანა და ენაგადმოგდებული დაუძახოთ. კი მაგრამ, ამდენს ხანს სად იყავით და სო ტყობუდი, სი ბედმეჩამილი? ერთი ეგ ლაქარდიანი ენა მაშინაც ამოგედგათ, სააკაშვილის რეჟიმი ქვეყანას ცხრაპირ ტყავს რომ აძრობდა და ახალაია-ქარდავა-კოდუების ბანდა სამეგრელოს სულში აფურთხებდა, მეგრელის კაცის ღირსებას კი ისე თელავდა, როგორც რომ დიდოელი – ნაბადს! სად იყავით თქვენ მაშინ, პატივცემულო გეგა?

სულ შემთხვევით ხაზარაძის ბანკში ხომ არ მუშაკობდით და იმის შუშებიან ოფისს მიმდგარი ჩხანა ხომ არ გიჭუტავდათ თვალებს და გიფარავდათ ქვეყნის უბედურებას? მაგრამ თქვენთან რა მინდა! ისინი არიან ზურგასაჭრელებელი აჩიგვარას მათრახით, ვინც თქვენ პოლიტიკოსად გამოგიყვანათ და ,,ქართული ოცნების” მთელი აქტივი ოფლში გახვითქა, რომ როგორმე ზუგდიდის მერი გამხდარიყავით. ცოდა მონკა რე, თქვენს მაშინდელ გამარჯვებაში პატარა წვლილი მეც მაქვს შეტანილი, რასაც, რა თქმა უნდა, არ ვნანობ, რადგან ზუგდიდსა და სამეგრელოს უდიდესი სირცხვილი ავარიდეთ და სააკაშვილის ცოლის კურთის თავზე დაფარებისგან გადავარჩინეთ.

როგორც მოყვასი მოყვასს, თეში ელაიჩანქ: თავზე მაღლა ახტომას ნუ მოინდომებთ და დასურო მაზაკვალეფქი ვაიფაფუანი! მარაშნა მომილოცავს! ღმერთმა დიდი დღე მოგცეთ და კეთილად გამსახუროთ ქვეყნისთვის, ქალაქისთვის და საკუთარი სულისთვისაც!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება