fbpx

კლინიკა “ვივა მედიში” გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ – დაჭრილია დაცვის თანამშრომელი

კლინიკა “ვივა მედიაში”, სადაც პაციენტი გარდაიცვალა, ახლობლები შეიჭრნენ

კლინიკის წარმომადგენლის ინფორმაციით, გარდაცვლილის ნათესავები შენობაში შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია დაცვის ერთი თანამშრომელი.

დაცვის თანამშრომელს ოპერაცია უკეთდება, მისი მდგმარეობა მძიმეა.

ასევე, განადგურებულია კლინიკის ინვენტარი.

პაციენტი რეანიმაციაში დღეს გარდაიცვალა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს.

გაუზიარე!

Shares