fbpx

გერმანიაში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციას სავარაუდოდ 27 დეკემბერს დაიწყებენ – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, ავტორიზაციის გეგმის მიხედვით გავლის შემთხვევაში, გერმანიაში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება.

„გერმანიაში ვაქცინაციას 27 დეკემბერს დავიწყებთ, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაცია ისე მოხდება, როგორც დაგეგმილია“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares