კიევში რუსი დივერსანტები შემოვიდნენ,მე ჩემს ხალხთან ერთად დედაქალაქში ვრჩები-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი-კიევში რუსი დივერსანტები შემოვიდნენ, რის გამოც კიეველებს ვთხოვ სიფრთხილე გამოიჩინონ და დაიცვან კომენდანტის საათის წესები.””რუსეთის შემოჭრის შედეგად დაიღუპა 137 (სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე) და დაშავდა 316 უკრაინელი.””დღეს 27 ევროპელ ლიდერს ვკითხე, შევა თუ არა უკრაინა ნატოში, პირდაპირ ვკითხე. ყველას ეშინია, არ მპასუხობენ, თუმცა ჩვენ არაფრის არ გვეშინია.””ჩვენ მარტო დავრჩით. არავის სურს ჩვენთვის ბრძოლა. მათ არ სურთ ჩვენი ნატოში მიღება, რადგან უსაფრთხოების გარანტიების ეშინიათ.””ახლა ქვეყნის ბედი დამოკიდებულია ჩვენს არმიაზე და ხალხზე, თქვენს სიბრძნეზე და უკრაინის ყველა მეგობრის დიდ მხარდაჭერაზე.””მე ჩემს ხალხთან ერთად დედაქალაქში ვრჩები. ჩემი ოჯახიც უკრაინაშია. გვაქვს ინფორმაცია, რომ მტერმა ნომერ პირველ სამიზნედ მე ამირჩია, ნომერ მეორე სამიზნედ კი ჩემი ოჯახი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება