fbpx

კიდევ არსებობს ხალხი, რომელსაც ენა უტრიალდება და თავიანთი ისტორიის მიუხედავად კადრულობს და „ქართულ ოცნებას“ პრო-რუსულს ეძახის-მამუკა მდინარაძე

იცით, როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა? აკაკი წერეთლის ლექსზე – „დამეხსენი ჩრდილოელო, რა მაქვს შენთან საზიარო“, იტყოდნენ, აკაკიმ ყველაფერი დაწერა, მაგრამ რუსეთი ვერ ახსენაო. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლება ესეც ეკადრებინათ რუსეთი ვერ ახსენა და შეეშინდაო. ამ პრიმიტიულ ნარატივზე უნდათ ქართული საზოგადოების დასმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის ტექსტზე გაკეთებული შეფასებების საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძის აზრით, “ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტის ყველა პირობა გამომდინარეობს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის, მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის და ომის არ დაშვების უპირატესი ინტერესებიდან, “რაც ბუნებრივია, რომ ოპოზიციას არ მოეწონებოდა”.

“კიდევ არსებობს ხალხი, რომელსაც ენა უტრიალდება და თავიანთი ისტორიის მიუხედავად კადრულობს და „ქართულ ოცნებას“ პრო-რუსულს ეძახის. სწორედ რეზოლუციაზე საუბარმა მოიტანა მათი განახლებული ნარატივი, რეზოლუციაზე საუბრისას პირველი გვახსენდება მათ მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში. არაფრით არ უნდათ ამაზე პასუხის გაცემა, თუ ეს ასეა მოდი საერთოდ გაეშვან ამ რეზოლუციას. გვიწუნებენ პოლიტიკას, რომლის შედეგია სტაბილურობა, მშვიდობა და განვითარება, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციული რიტორიკა აკლია. რეზოლუციის ყველა პირობა გამომდინარეობს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის, მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის, ომის არ დაშვების უპირატესი ინტერესებიდან, რა თქმა უნდა, ეს არ მოეწონებოდათ”, – აღნიშნა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება