fbpx

ავსტრიაში დღეიდან „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

ავსტრიაში დღეიდან „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, 18 წელზე ზევით ქვეყნის ყველა მოქალაქე ვალდებულია, აცრა გაიკეთოს.

ავსტრიის ხელისუფლების განმარტებით, ვაქცინაცია ეფექტურია მძიმე დაავადებასთან ბრძოლისას და ასევე მომავალში ლოკდაუნების თავიდან არიდებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ავსტრია პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია ზრდასრული მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდა. ახალი რეგულაცია ძალაში  2024 წლის პირველ იანვრამდე იქნება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება