fbpx

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ნატოს კიბერწვრთნაში მონაწილეობენ

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ნატოს კიბერწვრთნაში მონაწილეობენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები
ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის CCDCOE-ს მიერ ორგანიზებულ კიბერწვრთნა
„Locked Shields 2022“ იღებენ მონაწილეობას. „Locked Shields“ ყოველწლიური, რეალურ დროში
ჩატარებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების
უზრუნველყოფის სწავლებაა, რომელიც CCDCOE-ს ორგანიზებით ტარდება. სწავლება მიზნად
ისახავს მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას.
საქართველო, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სახით აღნიშნულ სწავლებაში 2015 წლიდან
მონაწილეობს. წელს ქართული ჯგუფი წარმოდგენილია ესტონურ გუნდში, აშშ-ის ტექნიკურ
ჯგუფთან ერთად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება