fbpx

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზემო თელეთი, ქვემო თელეთი, ახალი წყალი, წალასყური, მუხრანთელეთი და კუმისი, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა სრულდებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზემო თელეთი, ქვემო თელეთი, ახალი წყალი, წალასყური, მუხრანთელეთი და კუმისი, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა სრულდება, რომლითაც 5000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს.პროექტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული, ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო რეზერვუარები, საქლორატოროები, სატუმბო სადგური, მაგისტრალური და წყალმომარაგების ქსელები. მიმდინარე პერიოდში დასრულდება ელექტროგაყვანილობისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები.სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს და მისი ღირებულება 9.8 მილიონი ლარია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება