fbpx

კახეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა

ძლიერი სეტყვა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სტიქიამ სამი სოფელი ბაისუბანი, ქვემო მსხალგორი და პატარა გორი დააზარალა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, 50-60 პროცენტით განადგურებულია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

სეტყვისგან მიყენებული ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ამასთან, სტიქიამ ასევე დააზარალა ქალაქი ყვარელი და ყვარლის სოფელი ახალსოფელი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება