„გრანტებიდან შემოსული თანხები პოლიტიკაში შავი ფულის სახით მიდიოდა.ამით რევოლუციების მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება,ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება ხდებოდა. ამიტომ მივიღეთშესაბამისი კანონი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმულიკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ში ჰაკერების მიერ USAID-ისგრანტების ბაზის გატეხის საკითხს ეხება, საიდანაც გაირკვა, რომ თანხებიგამოყოფილი იყო სამ პროექტზე, რომლის დეტალური ინფორმაციაც უცნობია.„ჩვენ ზუსტად ამიტომ მივიღეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომსაქართველოში რა თანხებიც შემოდის გრანტების სახით, საზოგადოებისთვისცნობილი იყოს, თუ რაში იხარჯებოდა და იხარჯება. რა თქმა უნდა, ეს თანხებიპოლიტიკაში შავი ფულის სახით მიდიოდა. ამით რევოლუციების მოწყობისმცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, ექსტრემისტული ორგანიზაციებისდაფინანსება ხდებოდა. სწორედ ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომაღნიშნული კანონი მიგვეღო, თუმცა, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ყველამსგავსი დაფინანსება გააჩერა. ზოგადად საკმაოდ საინტერესო პროცესებიმიმდინარეობს, რასაც მივესალმები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.