კახა კალაძე: ყველაფერი ცხადია – კეზერაშვილი არის დამნაშავე, ჩვეულებრივი თაღლითი, მის მიმართ კი არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავითკეზერაშვილი საერთაშორისო დონის დამნაშავეა, თუმცა მის მიმართ შესაბამისიღონისძიებები არ ხორციელდება.ამის შესახებ მან ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერრამდენიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთანდაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.„ყველამ ვიცით, რომ კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითია იმ სქემით,რომლითაც აუბედურებდა ევროპელ პენსიონერებს და ძარცვავდა. კიდევ ერთიდიდი უბედურებაა, რომ ის ფული საქართველოში შემოდიოდა, ფინანსდებოდაპოლიტიკა, ტელევიზიები. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. კონკრეტულ ევროპულქვეყნებში გამოძიება მიმდინარეობს, არიან დაკავებულებიც, თუმცა ჩემთვისგასაკვირია ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება,მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია – ის არის დამნაშავე,ჩვეულებრივი თაღლითი, კრიმინალი, მის მიმართ კი არ ხორციელდება შესაბამისიღონისძიებები. ეს აჩენს ეჭვს, რომ ის დროებით სჭირდებათ იმისთვის, რათამოპარული თანხები ისევ საქართველოში შემოიტანოს და ამით პოლიტიკადააფინანსოს, რაც ძალიან მძიმეა“, – აღნიშა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება