„ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი ჩვენს ქვეყანას მოემსახურება და ქართულ ინტერესებს გაატარებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.მისი თქმით, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“წინასაარჩევნოდ საზოგადოებას განახლებული გუნდი შესთავაზა.„ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან რა გამოხმაურებებიც არის, ეს მათ რეალურ მდგომარეობაზე მიუთითებს – სად და როგორ იმყოფებიან. ერთადერთი პოლიტიკური ძალა გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“,ვინც შეძლო გუნდის განახლება და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა. ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი საქართველოს პარლამენტში იმუშავებს, ჩვენს ქვეყანას მოემსახურება, დაიცავს მოქალაქეების ინტერესებს და ყოველთვის გაატარებს ქართულ ინტერესებს – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, -აღნიშნა კახა კალაძემ.