fbpx

კახა კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ისეთი დღის წესრიგი აქვს, ყველაფერია მოსალოდნელი

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია და შეწყალებაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუ არ ამბობს რომ ვინმეს იწყალებს.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტს პრინციპული პოზიცია ჰქონდა, რაც დღეს რატომღაც შეიცვალა.

„არაფერს არ გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, ყველაფერი მოსალოდნელია. ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა და დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სასჯელს იხდის, თუმცა, პროკურატურის განცხადების მიხედვით, სხვა საქმეებზეც მიდის გამოძიება. ასე რომ, დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მიიღებს თუ არა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას, ეს საკითხი ქართულ პოლიტიკაში არსებით ცვლილებებს არ გამოიწვევს.

„აღნიშნულ საკითხს ცვლილების გამოწვევა არ შეუძლია ქართულ პოლიტიკურ ვითარებაში, არც ოპოზიციურ სპექტრში. რას ამბობენ უცხოელები ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რას ამბობს ქვეყნის მოსახლეობა. როდესაც საქართველოში გქვია პოლიტიკოსი, გაქვს პოლიტიკური პარტია, პირველ რიგში, შენი ქვეყნის მოსახლეობაში უნდა მოიპოვო ავტორიტეტი და მხარდაჭერა. გახსოვთ არჩევნები, როგორი ნეგატიური განწყობა იყო მის მიმართ თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც. საარჩევნო ბანერებში ჩვენი ფოტოსურათების განთავსება მოგვიწია. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ. დღეს სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც მტერია,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დასმულ კითხავს უპასუხა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია. მისი თქმით, ის არ აკეთებს კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ამბობს, რომ ვინმეს იწყალებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება