fbpx

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, დემენცია სააკაშვილს კი არა, სალომე ზურაბიშვილს ჰქონია, იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველამ გაიგო, სააკაშვილის შეწყალებაზე მან რომ თქვა – „არა და არასოდეს“

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ უთქვამს, სააკაშვილს არასოდეს შევიწყალებო. გურამ მაჭარაშვილის თქმით, მთელმა მსოფლიომ გაიგო, როგორც თქვა ზურაბიშვილმა – “არა და არასოდეს”.

„როგორც ჩანს დემენცია სააკაშვილს კი არა, სალომე ზურაბიშვილს ჰქონია, იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველამ გაიგო, სააკაშვილის შეწყალებაზე მან რომ თქვა – „არა და არასოდეს“, ახლა კი ამაზეც ამბობს, რომ დაავიწყდა. გასაგებია, რომ უკვე ძალიან დაბნეულია და სად მიდის და რას აკეთებს, არ იცის, მაგრამ ეს, ერთი მხრივ, კარგიცაა, რადგან რასაც ვამბობთ, რომ ზურაბიშვილი გასულია მომსახურების ზონიდან, ამას ადასტურებს. სალომე ზურაბიშვილი იმიტომ კი არ ამბობს უარს სააკაშვილის შეწყალებაზე, რომ ამაზე „არა და არასდროს“ თქვა, არამედ იმიტომ, რომ მან კარგად იცის – ეს მის პოლიტიკურ განადგურებაზე გადის,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება