კახა კალაძე: ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული პრეზენტაცია, სადაც ნათლად ჩანდა საქართველოს რუკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს რუკა, რომელიცპარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე წარმოდგენილპრეზენტაციაში იყო გამოტანილი, ვიდეოკამერამ სრულყოფილად ვერ აღიქვა.როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი თემის კომენტირებისას განუცხადა,აღნიშნული პრეზენტაცია, სადაც ნათლად ჩანდა საქართველოს რუკა,ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული.„რეალურად ეს იმის მანიშნებელია, რომ არაფერი დარჩენიათ. ჯერ იყო დაარჩევნების შემდეგ იზეიმეს, საბოლოოდ რომ გაირკვა, რომ მათ წააგეს არჩევნები,გადავიდნენ სიცრუის და სიბინძურის კამპანიაზე, თითქოს ვიღაცამ არჩევნებიგააყალბა, თუმცა, როგორ და რანაირად, ამაზე არავინ საუბრობს. დღევანდელიფაქტიც მოწმობს, რომ მათ არანაირი რესურსი და მტკიცებულება არ გააჩნიათ.ვიდეოკამერამ ვერ აღიქვა ის, რაც იყო ამ პრეზენტაციაში, რომელიც, სხვათაშორის,ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული. იქ ნათლად ჩანდა საქართველოს რუკადა გამოყოფილი იყო ის ტერიტორიები, სადაც არჩევნები ჩატარდა. იცით, რომტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია და სხვათაშორის, მათიუგნური პოლიტიკის შედეგია ის, რაც ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს. ამ ადამიანებსუბრალოდ უფლება არ აქვთ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთონგანცხადებები, იმიტომ, რომ პირდაპირ იყვნენ ჩართული იმ მოღალატეობრივქმედებებში, რის შედეგადაც ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა”, – განაცხადა კახაკალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება