კახა კალაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე: მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?!

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვასაკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონისჩარჩოებში. როგორც კი ვინმე გასცდება კანონს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსმხრიდან ამას მოჰყვება რეაგირება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთანგანაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის მიერ დღეს საღამოს დაანონსებულ აქციაზეჰკითხეს.კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის განცხადებები საპროტესტო მუხტის შექმნასთანდაკავშირებით უსაფუძვლო სპეკულაციებს წარმოადგენს და ვერ შეცვლის იმმილიონ 120 ათასი ადამიანის განწყობას, რომლებმაც ხმა მშვიდობასა და ქვეყნისევროპულ მომავალს მისცეს.„სრული სისულელეა. რასაც ისმენთ 26 ოქტომბრის შემდეგ, ჩვეულებრივისისულელე და სპეკულაციებია. არანაირი საფუძველი არ აქვს ამ ყველაფერს.რაღაცას მიედ-მოედებიან, გამოდიან სერიოზული სახეებით, სისულელეს იტყვიან,რომ თავისი ამომრჩეველი რაღაცაში დაარწმუნონ, დააჯერონ. უნდათ, რომსაპროტესტო მუხტი შექმნან. განადგურებულები არიან. რა საპროტესტო მუხტიუნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ? მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარიდაუჭირა მშვიდობას, სიმშვიდეს, ქვეყნის ევროპულ მომავალს. რა ხაზარაძემ უნდაშეცვალოს ეს მოცემულობა?რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, რეალურად რა მოხდა? მთელი ამ ხნისგანმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, ეუბნებოდნენ თავიანთიგაყალბებული კვლევებით, რომ ისინი არჩევნებს იგებენ. შემდეგ არაერთი ასეთიკვლევა ვიხილეთ ამ კამპანიის განმავლობაში და, სხვათ შორის, თუ დააკვირდებითდა გადავხედავთ სტატისტიკას, 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვისმიმდინარეობს სიცრუის კამპანია მათი მხრიდან კვლევებთან დაკავშირებით.რეალობას აცდენილები არიან, საერთოდ კამპანია არ ჩაუტარებიათ, ხალხთან ვერმიდიოდნენ, რა მოგებაზეა ზოგადად საუბარი, ეგზიტპოლებიც გააყალბეს დაყველას თუ ყველაფერს დააბრალეს საკუთარი თავების გარდა. თავიანთამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ და „ჯენზი“ლანძღავდნენ, რომ თურმე მათ წააგებინეს, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ. არავინ არ უსვამს კითხვას, თუ რა დააკლეს, რა არ გააკეთეს, ყოველთვის სხვას აბრალებენ. ჯერ რაღაც სამოქმედო გეგმა უნდა გამოექვეყნებინათ, მერე სოციალურ მედიაში ისევ თავისიანებმა გადაუარეს და მოიფიქრეს კარვები, რაც წარმოუდგენელია“, – განაცხადა თბილისის მერმა.


გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება