ოპოზიცია და მათი გეგმები ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს – ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს და ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გადავჭრათ არსებული პრობლემები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, – ამის შესახებ დღესდედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია იმ პრობლემების მოგვარება,რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში.„ჩვენ მზადება უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, რომვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც ჯერკიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში. მიუხედავად იმისა, რომბოლო წლების განმვალობაში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბევრი კარგიპროექტი განხორციელდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები დაგამოწვევები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება და გვაქვს საკმაოდ ამბიციურიგეგმები, გვაქვს საინტერესო ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით“, -აღნიშნა კახა კალაძემ.მისი თქმით, მომდევნო დღეებში საზოგადოებას წარედგინება დედაქალაქისთვისმნიშვნელოვანი და სასიცოცხლო პროექტები.„რაც შეეხება ოპოზიციას, მე, პირადად, ამით არ ვინტერესდები და არსებითიმნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათიმხრიდან. ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს და ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუროგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემები და როგორ ვუპასუხოთგამოწვევებს. რაც შეეხება ოპოზიციასა და მათ გეგმებს, ეს ჩემი ინტერესის საგანსარ წარმოადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.