„ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა,რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები ვერ იქნება, თუქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემსაერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ პროგნოზთან დაკავშირებით დასმულშეკითხვაზე განაცხადა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშისთანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა.მისი თქმით, დადებითი პროგნოზი „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულმაპრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა, რადგან მმართველი გუნდისთვის ყველაზემთავარი ქვეყნის ინტერესების დაცვაა.„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაოადგილების შექმნა, ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც დღეს ვიმყოფებით,ასევე, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები, ვერ იქნება,თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა. ეკონომიკური ზრდა, განვითარება, ბაღებისმშენებლობა, მსგავსი პროექტების განხორციელება, იმ პრაგმატული პოლიტიკისშედეგია, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რასაც ვახორციელებთ. მართალია, მოდის მუქარა,ზეწოლა, შეურაცხოფა, ბულინგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზემთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ეროვნული ინტერესის, მშვიდობისშენარჩუნება, საქართველოს, თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვაა.წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და ვერ გაგვეძლო ბულინგისთვის,შეურაცხყოფისთვის, მუქარებისთვის და შევერთებოდით სანქციებს, რამდგომარეობა გვექნებოდა?! შეცდომა რომ დაგვეშვა და გაგვეხსნა მეორე ფრონტი,რომელ ეკონომიკურ წინსვლაზე და ზრდაზეა საუბარი, ქვეყანაში გვექნებოდასრული კატასტროფა. დღეს აქ კი არ ვიქნებოდით, ქვეყანა იქნებოდა ქარ-ცეცხლშიგახვეული. ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც „ქართული ოცნება“ახორციელებდა და რასაც ეს წვრილფეხა რადიკალები ქვეყნის შიგნით ებრძვიანგარე დავალებებით, რომ როგორმე აირიოს სიტუაცია და ქვეყანა ისევ ვიღაცისინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.