„მოსახლეობამ იმისთვის აგვირჩია, რომ ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანასთავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს“, – ამის შესახებთბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.დედაქალაქის მერმა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ResponsibleStatecraft-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია შეაფასა, სადაც აღნიშნულია, რომსაქართველოს სუვერენიტეტისადმი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამოკიდებულებაარაგულწრფელია.„ხალხი ყველაფერს ხედავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ყველაფერი ცხადიდა ნათელია. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან პრობლემური? აქგამჭვირვალობის შესახებ კანონი კი არ არის მთავარი სამიზნე გარედან – პრობლემაარის ორი რამ: ერთი, რომ სანქციებს არ შევუერთდით და ავხსენით, რატომაც არა.სულელები ხომ არ ვართ?! გლეხი რომ ხარ და წვალობ, შენ ხომ არ დაგაზიანებთ?!ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარ თავს ხომ არ დავიზიანებთ?! ჩვენ ხელისუფლებაშირატომ ვართ? ხალხმა რატომ აგვირჩია? – იმისთვის, რომ გავატაროთ სწორიპოლიტიკა და ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას ზუსტად ისეთბოროტებას, თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს, რაცომთან არის დაკავშირებული; იმიტომაც ვართ ხელისუფლებაში, რომ ეს ყველაფერიავირიდოთ და ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ; საქართველოს ინტერესები კი არგამოვაყენებინოთ სხვას – პირიქით, შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – განაცხადა კახაკალაძემ.მისივე შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ რა პროცესებიმიმდინარეობს საქართველოში და ვის მიერ იმართება ეს ყველაფერი.„მეორე პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გაიხსნა. ეს არისდღევანდელი მოცემულობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისუმრავლესობა აზროვნებს სწორად, ხედავს, თუ როგორ მიდის პროცესები, ვინმართავს და რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა უნდათ საქართველოსთანმიმართებაში. რომ გამოდიან და ამბობენ, დემოკრატიის თვალსაზრისით ნაბიჯებიუკან გადაიდგაო, რა ნაბიჯები გადადგა უკან საქართველომ, შეიძლება ვინმემ ერთი მაგალითი მაინც დაასახელოს?! წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და მიიღებენ შესაბამის პასუხს 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.აქვე, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკას აღნიშნულ სტატიაზე და განაცხადა, რომ ისინი საარჩევნო კამპანიას არა მოსახლეობის, არამედ კონკრეტული ქვეყნების საელჩოებისთვის ატარებენ.
„ფაქტები ძალიან მარტივია. რა კამპანია უნდა ჩაატაროს, ვისთან უნდა მივიდეს გვარამია ან მელია? ვის უნდა შეხვდნენ? რაზე უნდა დაელაპარაკონ? ვისთან უნდა მივიდეს ხაზარაძე? – იმ ხალხთან, რომელიც გააუბედურა, ქონება წაართვა თუ ვისთან უნდა მივიდნენ? ან რა უნდა დაპირდნენ? ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებენ კონკრეტული ელჩებისა და საელჩოებისთვის. მათთვის ქვეყანა, მის შიგნით არსებული მდგომარეობა და ხალხი არ არსებობს. ყველაფერი ცხადი და ნათელია – მათთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ გარე ურთიერთობები. განცხადებები, წამოცდენებიც ჰქონდათ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვის უფრო მეტი მისასვლელი ექნებოდა უცხოელებთან. ჩვეულებრივი აგენტები არიან. რასაც დაავალებენ, უბრძანებენ, ის უნდა შეასრულონ შეკითხვის დასმის გარეშე -რატომ? ეს არის მარტივი მოცემულობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.