„რომ არა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება დაკეთილდღეობა ვერ გვექნებოდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთანისაუბრა.კახა კალაძის თქმით, ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით საქართველოსაუკეთესო ოცეულში რომ მოხვდა, ეს მმართველი პარტიის მიერ გატარებულისწორი პოლიტიკის დამსახურებაა.„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ პოლიტიკასახორციელებს. პირველი და მნიშვნელოვანი იყო მშვიდობის შენარჩუნება.მშვიდობა რომ არა, ვერც ეკონომიკური განვითარება გვექნებოდა და ვერცეკონომიკური კეთილდღეობა. მშვიდობის შენარჩუნება ბევრი შეურაცხყოფის,მუქარისა და შანტაჟის ფონზე მოგვიწია, რომელიც სამწუხაროდ, ცალკეულიევროპელი ბიუროკრატების მხრიდან დღესაც გრძელდება. ამ ყველაფრისმიუხედავად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავატარებთ ქვეყნის ინტერესს, მოვახდენთქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.მშვიდობას დღეს ალტერნატივა არ აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე,მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტიც პირდაპირსაუბრობს, რომ მშვიდობა უმნიშვნელოვანესია. ის შედეგები, რასაც ჩვენეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ვიღებთ, ზუსტად აქედანგამომდინარეა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.