კახა კალაძე ევროსაბჭოში გამართულ დებატებზე: ამ ტიპის განცხადებების გაკეთება წარმოუდგენელია, ისინი თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია

„მე მაინტერესებს თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკოსებს იგივე რომ გაეკეთებინათ, რაგადაწყვეტილებას მიიღებდნენ“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერიევროსაბჭოში გამართულ დებატებს, სადაც საქართველოში პოლიტიკოსებისდაკავების საკითხზე ისაუბრეს.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, კონკრეტულიპოლიტიკოსები არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე,რასაც კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.„წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებების გაკეთება. ისინი თეთრზე პირდაპირგვიმტკიცებენ, რომ შავია. რეალობა ხომ ვიცით ყველამ და იცის ქვეყნისმოსახლეობამ – ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დანაშაული, ისინი არგამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ყველაფერიკანონშია გაწერილი, თუ რა ხდება არგამოცხადების შემთხვევაში. რა თქმა უნდა,ხელისუფლებამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები.განცხადებები, რასაც ჩვენ ბოლო წლებსა და თვეებში ვისმენთ, კიდევ ერთხელმიუთითებს შანტაჟზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე და ორმაგსტანდარტზე. მე მაინტერესებს თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკოსებს იგივე რომგაეკეთებინათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება