„საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთანსაუბრისას რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას,რომელშიც ისინი ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასითხოვენ.„ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს. საქართველოს ხელისუფლება გამოდგაურჩი, იმიტომ, რომ არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი, არგაითვალისწინა კონკრეტული ელჩების მუქარები, მოწოდებები კაბინეტებში,როდესაც პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რომ ჩვენ უნდა დაგვეწყო ომი და შემდეგგადავსულიყავით პარტიზანულ მოქმედებებზე. ეს ყველაფერი არგავითვალისწინეთ. არ შევუერთდით სანქციებს და ამით არ ჩამოვაქციეთ ქვეყნისეკონომიკა, არ გავაუბედურეთ მშრომელი, რიგითი მოქალაქეები, არ დავანგრიეთმცირე და საშუალო ბიზნესი და ეს არის ყველაფერი იმის გამოხატულება, რასაცვისმენთ და ვხედავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.