კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე: ესეც, სავარაუდოდ,სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმისახალ გარემოებებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის განცხადებასეხმაურება და ვარაუდობს, რომ ეს საქმეც ქვეყანაში რევოლუციური სცენარისგანხორციელებისთვის სჭირდებოდათ.მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი ბოროტი და საშიში ძალაა.„თუ არ ვცდები, ერთ-ერთი არჩევნების წინ მოხდა აღნიშნული ფაქტი, როდესაცააფეთქეს გივი თარგამაძის ავტომობილი. ესეც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა დარევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის. სავარაუდოდ, დიდი ალბათობით,ამ მიზნისთვის შემოდიოდა ეს ადამიანი, რომ რაიმე ბოროტება ჩაედინა. სააკაშვილივინ არის, მისი თანაგუნდელები ვინ არიან, ეს რამხელა ბოროტი და საშიში ძალააქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის,ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თქვენ ხედავთ, არჩევნები როგორ მშვიდგარემოში მიმდინარეობს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ გვაქვსუდიდეს ბოროტებასთან საქმე. ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველაფერსიკადრებენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვინმე გააუბედურონ, რომ შემდეგ ესპროცესი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. ძალიან ფრთხილად უნდავიყოთ, რადგან ერთ მხარეს არის ძალა, რომელიც არის ბოროტი და ყველაზებინძური ადამიანებით დაკომპლექტებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება