კახა კალაძე ბორელის განცხადებაზე: ეს პოლიტიკური მოწოდებები, არის იმ ნარატივის გაგრძელება, რასაც არჩევნებამდე ვისმენდით

„ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა, ეს „კინო“ უკვენანახი გვაქვს და ვიცით, როგორ მოქმედებენ რადიკალები“, – ამის შესახებთბილისის მერმა მედიასთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებშიევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ საქართველოშიტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადების საპასუხოდისაუბრა.კახა კალაძის თქმით, ეს არის პოლიტიკური შეფასებები, რომლებიც არჩევნებამდეცკეთდებოდა, რეალურად კი, არჩევნების დარღვევით ჩატარების ფაქტები არარსებობს.„რეალურად არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ეუთო/ოდირისშუალედური დასკვნაც ვიხილეთ, საბოლოო დასკვნაც. ასევე, საერთაშორისოდამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი დღე აკვირდებოდნენ არჩევნებს, მხოლოდდა მხოლოდ პოზიტიური შეფასებები გააკეთეს. იყო რამდენიმე ინციდენტი,რომელიც მარნეულსა და თბილისში მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ზონდერები პირდაპირ უსწორდებოდნენ რიგით მოქალაქეებს. ამ პატარაინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არჩევნებიიყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი არჩევანიგაეკეთებინა. 2012 წლიდან ვარ არჩევნებში და ასეთი მშვიდი გარემო მე არმახსოვს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს არჩევნები გაყალბებულადჩაითვალოს, რადგან მსგავსი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს. ხოლო ისპოლიტიკური შეფასებები და მოწოდებები, რასაც გარედან ვისმენთ, არის იმნარატივის გაგრძელება, რასაც არჩევნებამდე ვისმენდით.თუმცა, მერწმუნეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი პრეზიდენტისარჩევით, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება დასაკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობას, მისითქმით, ხელისუფლება ამისთვის მზად არის და ამის შესახებ განცხადება ჯერკიდევ არჩევნების მეორე დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს.
არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო. 2020 წელს იგივე დამოკიდებულება არ გვქონდა, როდესაც გაგვიყალბეს პარალელური დათვლები? იგივე ხდება ახლაც. რატომ არ გამოვიდნენ და არ აჩვენეს ხალხს ის პარალელური დათვლები, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ? იმიტომ, რომ ჰქონდათ მცდელობა, როგორმე დაძაბულობა შემოეტანათ. მაგრამ ჩვენ ეს „კინო“ უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით როგორ მოქმედებენ რადიკალები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება