კახა კალაძე: არ არსებობს სფერო,სადაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მიღწევა

„მშვიდობის გარეშე შეუძლებელია იმ კეთილდღეობაზე და პროექტების
განხორციელებაზე საუბარი, რასაც ჩვენ ვგეგმავთ“, – ამის შესახებ
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ „ქართული
ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენას პარტიის ლიდერები, კახა
კალაძემ განაცხადა, რომ ღონისძიებას მხოლოდ მთავრობის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„წარდგენას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებოდნენ. არ იყო ბატონი
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და
პარლამენტის მაღალი თანამდებობის მქონე პირები. იქ იყვნენ
მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, მეც ვიყავი, როგორც
დედაქალაქის მერი და იყო საზოგადოება, რომელსაც წარვუდგინეთ
ჩვენი ხედვა, თუ რას ვგეგმავთ. თქვენ ხომ გამოდიოდით და
ამბობდით, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკის მიმართულებით
სალაპარაკო არაფერი აქვსო?“ ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ ხალხს, რამდენი
რამეა გაკეთებული, შედარებები იყო მოყვანილი, რა ხდებოდა 2012
წლამდე და დღეს რა პროგრესი გვაქვს, საით მივდივართ, როგორია
ჩვენი ხედვა ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის
მოწესრიგების, განათლების, ჯანდაცვის თვალსაზრისით. არ არსებობს
სფერო, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მიღწევა. ჩვენ ყველა ამ
მიმართულებით გვაქვს ხედვა, რა გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ. ეს
ყველაფერი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა“, –
აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება