fbpx

კართაგენი უნდა დაინგრეს ,ნიკა მელია რევოლუციას აანონსებს

„ნურავინ ნურავის მომატყუებთ, არც მეტი და არც ნაკლები, ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის გამარჯვება მოიპარა.

„ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში გამარჯვებები ბიძინა ივანიშვილმა, ვითომც არ იყო ეს გამარჯვება მოპოვებული, ისე წაიღო თავის სხვადასხვა რეზიდენციებში, მოიპარა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციური კოალიცია უნდა გაფართოვდეს, გაძლიერდეს და ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

„ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო,კართაგენი უნდა დაინგრეს “, – განაცხადა ნიკა მელიამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება