fbpx

კარგია გურამ! რომ დაიბან და მოწესრიგდები, მერე სხვისი ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება – თაკო ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის თაკო ჩარკვიანის და ბლოგერის გურამ შეროზიას „დაპირისპირება,,გრძელდება

პოლიტიკოსმა ბლოგერის ფოტო გააზიარა სადაც წერს:

„შ—-ეროზიამ დამიჯერა კარგია ეგებ უკეთეს ხასიათზე დააყენოს წყალმა, კარგია გურამ! ეგრე რა, რომ დაიბან და მოწესრიგდები, მერე სხვისი ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება , არც ცუდად მყოფის და არც კარგად მყოფის, არც დავარცხნილი თმა და ტუჩსაცხი, ხომ გითხარი, რომ ავადმყოფობის შიშს არ უნდა აჰყვე და თავი არ უნდა დაათრგუნინო, ეს განგვასხვავებს ადამიანებს შეშინებული პირუტყვისგან, ჰოდა მერე არც სხვისი ახლომხედველობის სათვალე გეგონება მზის, აი ასე შე კაი ადამიანო , ასე არ ჯობია “ ბლოგერ”?!“

გურამ შეროზიას პასუხმაც არ დააყოვნა და ცხარე „კამათმა“ სოციალური ქსელი კომენტარებში გადაინაცვლა.

„ჩემს “სისუფთავეზე” რომ კრინტს დაძრავს ვინმე და მით უმეტეს – თაკუნა, რატომ მიწა არ გაგვისკდება ან პომადა-კონწური დაბანასთან რა შუაშია, დაუბანელზე ვერ წაისვამდი? ლოღიკა რატომ არ გასვენებს გამჩენი? ისე, კორონა დაამარცხე?“

„დაპირისპირება“ პოლიტიკოსსა და ბლოგერს შორის კი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც გურამ შეროზიამ თაკო ჩარკვიანის ლაივ ჩართვა გააზიარა წარწერით:

„სანდრო ბრეგაძე რომ პალატაში წამოგორდა კამერების დასანახად – ეგ რატომ გამახსენდა უცებ?

ისე ცუდადაა, პალატა, ბანკეტი და შეზლონგი აერია, ასე მოხვდა სამი ერთში: კორონა, მზის სათვალე და კვასკვასა პომადა-კონტური“ – დაწერა შეროზიამ.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares