fbpx

ევროკავშირის სამიტი გადაიდო

ევროკავშირის სამიტი, რომელიც 24-25 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მას შემდეგ გადაიდო, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა.

„დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, რომელთანაც მას გასულ კვირას კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეიდან შარლ მიშელი კარანტინში გადადის. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სამიტი 1-2 ოქტომბერს გაიმართება“, – განაცხადა შარლ მიშელის წარმომადგენელმა.

ევროკავშირის საბჭოში ასევე განაცხადეს, რომ შარლ მიშელმა კორონავურუსზე ტესტი ჩააბარა, რომლის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება