fbpx

იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელი, ეს სხვადასხვა წყარომ დაადასტურა

ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელი, ეს სხვადასხვა წყარომ დაადასტურა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებასთან დკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეა და მათთვის საინტერესო არაა.

„რაც უფრო მეტად დაიშლება და დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. შესაბამისად, სჯობს, ეს პროცესი  ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ არ გამორიცხა, პარტიის ამომრჩევლისგან დადგეს კითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ცრუ დაპირებების შემდეგ პრობლემები იქმნება. ამასთან, პარტიის წევრმა ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ „თბილისში ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების, არამედ უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება